საფრანგეთში ტერმინებს „დედა“ და „მამა“ „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ შეცვლის

საქართველო, თბილისი - 16:29 | 18.02.2019
ნანახია: 1439

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ცვლილებებს კანონპროექტში, რომლის თანახმად, სასკოლო დოკუმენტაციებში ტერმინების „მამა“ და „დედა“ ნაცვლად მითითებული იქნება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

კანონპროექტი კენჭისყრზე ემანუელ მაკრონის პარტიის „წინ, რესპუბლიკა“ დეპუტატმა ვალერი პეტიმ წარადგინა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიმართულია სოციალური თანასწორობის განსამტკიცებლად. ამის გარდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებებში დაბადებულ ბავშვებს საშუალება მიეცემათ თავი თანატოლების თანასწორებად იგრძნონ.

კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. საფრანგეთის განათლების მინისტრის ჟან- მიშელ ბლანკეს თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება საკანომდებლო დონეზე არ უნდა განიხილებოდეს. ზოგიერთმა დეპუტატმა კი აღნიშნა, რომ საფრანგეთში უმეტესად  ტრადიციული ოჯახებია.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“, ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

იმ შემთხვევეში, თუ კანონპროექტი  სენატმა დაბლოკა,  საბოლოო განხილვისთვის ისევ ქვედა პალატას დაუბრუნდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე