8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 18.02.2019
ნანახია: 765

ხელვაჩაურში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 30 წლამდე მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგნეტო, ასევე, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი. გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს 8 წლის გოგონას დედამ აცნობა.

ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა. იგი სამუშაოდ აჭარაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე