ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უახლოეს ხანებში დაუწესებს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 18.02.2019
ნანახია: 690

ევროკავშირი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს ხანებში დააწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

„უახლოეს კვირებში ევროკავშირი ერთხმად დაამტკიცებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო“, - განაცხად მან. არსებული ინფორმაციით, საუბარია რვა ადამიანზე, რომლებსაც ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანენ.  

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს უკრაინულ სამხედრო გემებს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 24 მეზღვაური კი დაატყვევეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე