დავით სერგეენკომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 18.02.2019
ნანახია: 694

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ის ასევე გაესაუბრა მსჯავრდებული სასულიერო პირის მკურნალ ექიმს.

სერგეენკოს განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მინისტრის თქმით, მამა გიორგი მამალაძე კონტაქტურია და მის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.

სერგეენკო ამბობს, რომ სასულიერო პირს  ნევროლოგიური პრობლემები აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე