მარნეულში გაზგასამართი სადგური დაიწვა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 18.02.2019
ნანახია: 1221

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, შემდეგ კი სადგურს გადაედო.

გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მარნეულში რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც. ცეცხლის ლიკვიდაციას მარნეულში ამ დრომდე ცდილობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე