„ცუდი გოგო“ - ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, მეგან მარკლის გამო ახალი სკანდალი მწიფდება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:21 | 18.02.2019
ნანახია: 1880

სამეფო ოჯახი მორიგი სკანდალის ზღვარზეა და კვლავ მეგან მარკლის გამო. ჟურნალი People წერს, რომ ელისაბედ მეორის რძალი შესაძლოა, კვლავ დიდ ეკრანებზე დაბრუნდეს. საუბარია კინოსურათზე, სადაც პრინც ჰარის ცოლი, ცუდი გოგოს როლში, ძალიან თამამად გამოიყურება.

 სასექსის ჰერცოგინიას მონაწილეობით ფილმიThe Boys and Girls Guide to Getting Down-ი  ფრთო ეკრანებზეშესაძლოა, წელს გამოჩნდეს. ფილმში გოგონას როლი, რომელიც აღმერთებს ბოჰემურ ცხოვრებას და ნარკოტიკებზე უარს არ  ამბობს, მეგან მარკლმა შეასრულა.

ფილმი, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გადაიღეს,  ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ხმაურიან წვეულებებს არ ერიდებიან.

კინოსურათი მაშინ ამერიკულ ტელეარხებზე აჩვენეს, თუმცა მაყურებელთა შორის პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამ ჯერზე ფილმის შემქმნელები ფიქრობენ, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის რძლის მიერ შესრულებული ცუდი გოგოს როლი მათ წარმატებას მოუტანს.

როდესაც მეგან მარკლმა და პრინც ჰარიმ თავიანთი ნიშნობის შესახებ განაცხადეს, მეგანი სამსახიობო კარიერას გამოემშვიდობა. ვიდრე პრინცის ცოლი გახდებოდა, ის ბარმენის, საყვარლებისა და პოლიციის ფიცრის როლებს ასრულებდა.

ყველაზე ცნობილი სერიალ „ფორსმაჟორში“ შესრულებულო როლია. მეგანმა იურიდიული ფირმის თანამშრომელი რეიჩელ ზეინი განასახიერა.

სერიალში დაბრუნების სანაცვლოდ მეგანს სოაცარ ჰონორარებს პირდებოდნენ - ეკრნზე რამდენიმე წუთის გამოჩენისთვის 3-დან 6 მილიონამდე დოლარს. მაშინ მეგან მარკლმა პრინც ჰარისთან ერთად მშვიდი, ოჯახური ცხოვრება არჩია. თუმცა სამსახიობო წარსულს სასექსის ჰერცოგინიას გამუდმებით ახსენებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე