მარგველაშვილმა ითხოვა მამალაძის შეწყალება და ხელისუფლებამ თავი შეიკავა - მეუფე დანიელი

საქართველო, თბილისი - 12:21 | 18.02.2019
ნანახია: 701

როგორც ვიცი, მარგველაშილმა ითხოვა მამალაძის შეწყალება და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, - განაცხადა საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

"ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა", - ამბობს მიტროპოლიტი დანიელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე