თბილისის საკონცერტო დარბაზში რევაზ ჭანიშვილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:58 | 12.12.2015
ნანახია: 1789

12 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქორეოგრაფ რევაზ ჭანიშვილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რევაზ ჭანიშვილს ხელოვნების ქურუმს გადასცემს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქორეოგრაფის ვარსკვლავის გახსნა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ - ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი;  ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ ; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები“ ; ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“; ანსამბლი „სეუ-ჯორჯია“; ქართული ლეგენდა ანსამბლი „სამაია“; ქ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“.

კონცერტი რევაზ ჭანიშვილის  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის  65 წლისთავის ეძღვნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე