69 წლის რიჩარდ გირს მეორე შვილი შეეძინა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 15.02.2019
ნანახია: 2292

69 წლის რიჩარდ გირს ვაჟი შეეძინა. ჰოლივუდის მსახიობის მეორე შვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა.

ცნობილია, რომ ახალშობილი დალაი ლამამ დალოცა.


ბავშვის დედა რიჩარდ გირის მესამე ცოლი - 35 წლის ალეხანდრაა. ის, რომ ბავშვი დაიბადებოდა, ცოლ-ქმარმა სექტემბერში განაცხადა. მანამდე წყვილს ალეხანდრას ორსულობის შესახებ საუბარი არ სურდა, რადგან დალაი ლამას დალოცვას ელოდებოდა. რიჩარდ გირისა და ალეხანდრასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსახიობი ბუდისტია და 40 წელია, რაც ტიბეტის მხარდამჭერ კომიტეტს ხელმძღვანელობს. ის ასევე დალაი ლამას მეგობარიცაა.

რიჩარდ გირის პირველი ცოლი მოდელი სინდი კროუფორდი იყო. მასზე დაქორწინებისას რიჩარდი 42 წლის იყო. მსახიობის მეორე ცოლი მოდელი კერი ლოუელი გახდა. მან რიჩარდს ვაჟი გომერი გაუჩინა, რომელიც ახლა 18 წლისაა. შვილი ალეხანდრასაც ჰყავს, ვაჟი ელბერტი მას პირველ ქორწინებაში შეეძინა.

რიჩარდ გირმა ალეხანდრა მეორე ცოლთან განქორწინების დროს გიაცნო. წყვილმა 2018 წლის გაზაფხულზე იქორწინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე