თურქეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის ცხედარი დაწვეს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 15.02.2019
ნანახია: 629

 

საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ცხედარი, შესაძლოა, სატმბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დაწვეს. თურქული მედიის ცნობით, შესაბამის დასკვნას თურქეთის პოლიცია აკეთებს.

მედიის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში არსებობს ღუმელი, რომელიც ათას გრადუსამდე ხურდება. ასეთ ტემპერატურაზე ბილოგიური კვალი, მათ შორის დნმ-ის, არ რჩება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ საკონსულოს თანამშრომლებმა რესტორანში 32 ულუფა უმი ხირცი შეუკვეთეს.

ხაშოგი, რომელიც Washington Post-ის მიმომხილველი იყო და ამერიკაში 2017 წლიდან ცხოვრობდა, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა.

20 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, ხაშოგის მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო. მისივე განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს. თურქეთი საუდის არაბეთს დამნაშავეების გადაცემას სთხოვს. საქმესთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 21 ადამიანი დააკავა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე