არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა - გიორგი ქობულია "თიბისი ბანკზე"

საქართველო, თბილისი - 13:18 | 15.02.2019
ნანახია: 936

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ბრალდებები სერიოზულია და ამის დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან სწორი არ არის.

„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული და საჭიროა გარკვევა. ამას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, რადგან სერიოზული ბრალდებებია, რომელთაც ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, საკითხში უნდა გაერკვნენ ორგანოები, რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენს ამის გარკვევა. სამწუხაროდ, მეტს ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე