ინდოეთში აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 15.02.2019
ნანახია: 613

თვითნაკეთი ბომბის აფეთქებას  ქაშმირის შტატში 45 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება სააგენტო IANS-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

თვითნაკეთი ასაფეთებელი მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც პოლიციელთა ავტოკოლონა პულბამას ოლქისკენ მიემართებოდა. აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯაიშ ე მუჰამადმა“ აიღო.

სააგენტოს ცნობით, კოლონა 78 ავტომობილსგან შედგებოდა, რომელსაც პოლიციის 2 547 თანამშრომელი გადაყავდა.

 „ჯაიშ ე მუჰამადი“ („წინასწარმეტყევლ მუჰამედის არმია“) ჯამუ და ქაშმირის შტატში ერთ-ერთი მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფებაა, რომელიც შტატის დამოუკიდებლობისა და პაკისტანთან შეერთებისთვის იბრძვის.

ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის არ არის ოფიციალური საზღვარი, ორი ქვეყნის არმიას კონტროლის ხაზი ყოფს. ნიუ დელი პაკისტანის ხელისუფლებას სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ისლამაბადი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქაშმირის მოსახლეობა თავიანთი უფლებებისთვის დამოუკიდებლად იბრძვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე