ირანი მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს - მაიკ პენსი

საქართველო, თბილისი - 17:26 | 14.02.2019
ნანახია: 691

ირანი მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ის მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერია. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ახლო აღმოსავლეთის საკითხისამდი მიძღვნილ კონფერენციაზე  განაცხადა.

„ამ კონფერენციის ფარგლებში რეგიონის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ახლო აღმოსავლეთში ირანის ისლამური რესპუბლიკა საფრთხეს წარმოადგენს“, -აღნიშნა პენსმა აშშ-სა და პოლონეთის მიერ ორგანიზებეულ კონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანი მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოა.

ვარშავაში კონფერენცია 13-14 თებერვალს მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე