ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:12 | 14.02.2019
ნანახია: 939

14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6420 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9778 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9917 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.39 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4991 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3915 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 თებერვლიდან  შევა ძალაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე