მაიკ პენსმა, ევროპის ქვეყნებს, ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 14.02.2019
ნანახია: 615

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ პარტნიორებს ვაშინგტონის მსგავსად ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისკენ მოუწოდა.

 „დადგა დრო ევროპელი პარტნიორებისთვის ჩვენს და ირანელი ხალხის გვერდით დადგნენ, იყვნენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები რეგიონში. მოვიდა დრო, რათა ევროპელმა პარტნიორებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვონ და შეურთდნენ ირანზე ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას, რომელიც ირანელ ხალხს, რეგიონსა და მსოფლიოს მოუტანს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას“, - განაცხადა პენსმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებისადმი მიღძვნილ  აშშ-სა და პოლონეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

2018 წლის მაისში აშშ-მა ირანთან ბირთვული შეთანხმების პროგრამის დატოვებისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა. ვაშინგტონმა საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის ნავთობის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ახლო აღმოსავლეთის თემაზე მიძღვნილი მინისტრთა კონფერენცია აშშ-სა და პოლონეთის ორგანიზებით ვარშავაში 13-14 თებერვალს მიმდინარეობს. შეხვედრაზე ირანი არ მიუწვევიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფერენცია ანტიირანულ ხასიათს არ ატარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე