ბელგიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:01 | 14.02.2019
ნანახია: 779

ბელგიის სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს კლემენტ ვანდენბორეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. საქმის შესწავლამდე ის თანამდებობიდან დროებით არის ჩამოშორებული. ინფორმაციას გაზეთი De Morgen-ი თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვანდენბორე სამართალდამცავი ორგანოების თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა.

ვანდენბორეს, რომელიც საიდუმლო სამსახურში 40 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, კონფიდენციალური ინფორმაციების გაცემაში ადანაშაულებენ. ვანდენბორე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე