სადგურის მოედანზე ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 14:31 | 14.02.2019
ნანახია: 626

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული.

ამ წუთებში მეხანძრეების ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

ხანძრის გამომწვევის მიზეზი უცნობია. დამწვარია მეორადი ტანსაცმელი, რომელიც შენობაში იყო დასაწყობებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე