აშშ-მა და ევროკავშირმა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ

საქართველო, თბილისი - 11:13 | 14.02.2019
ნანახია: 633

აშშ-მა და ევროკავშირმა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.  

აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 18 თებერვალს განიხილავენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, უახლოესი ორი თვის განმავლობაში ამოქმედდეს.

გამოცემის წყაროს ცნობით, სანქციები, სავარაუდოდ შეეხება ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებსაც უკრაინული ხომლადებისა და მეზღვაურების დაკავებასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ.

25 ნოემბერს უკრაინულ სამხედრო გემებს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 24 მეზღვაური კი დაატყვევეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე