საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 12.12.2015
ნანახია: 1576

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქე ზურაბ გედევანიშვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ეგრედწოდებული „სტამბოლოს ბაზრის“ ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება იმართებოდა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით, რაც საშუალებას აძლევდა გამყიდველს ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა. საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელებიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე