თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისათვის მამაკაცს წიგნების წაკითხვა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 14.02.2019
ნანახია: 684

75 წლის ალი შაჰინს სტამბოლის სასამართლომ პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისათვის 24 წიგნის წაკითხვა მიუსაჯა. სავალდებულო ნაწარმოებებს შორის არის ერდოღანის ბიოგრაფიაც.

მამაკაცი ერთ-ერთ კაფეში პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Cumhuriyet-ი იუწყება. მამაკაცი აცხადებს, რომ მას ცილი დასწამეს.

ერდოღანის ბიოგრაფიის გარდა შაჰინს დაევალა თურქეთში 2016 წლეს გადატრიალების მცდელობის შესახებ ლიტერატურის, ასევე რესპუბლიკური სახალხო პარტიის დამფუძნებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლების კრებულისა და ისტორიისა და რელიგიის შესახებ წიგნების წაკითხვაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე