დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 12.02.2019
ნანახია: 937

დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატები კირკიტაძის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ კირკიტაძე  დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა. 

კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებები და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე