დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 12.02.2019
ნანახია: 681

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის და ვალერი მუსაევის წინა სასამართლო სხდომა  მიმდინარეობს.  ადვოკატებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მუსაევის ადვოკატმა ჰაბიდოსკოპიური და ამოცნობის ექსპერტიზების შესახებ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. მანამდე კი დავით კირკიტაძემ და მასთან ერთად დაკავებულმა მუსაევმა განაცხადეს, რომ მითითებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

დღესვე, დავით კირკიტაძის ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს, ალტერნატივად კი გირაოს შეფარდების საკითხს დააყენებს.

დავით კირკიტაძეს და მუსაევს ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე