სირიაში, აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშის შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 12.02.2019
ნანახია: 703

სირიაში სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50 დაშავდა აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იუწყება. ავიაერიში დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში განხორციელდა.

ტელეარხ Ikhbariya-ს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა ავტომობილებში ცოცხლად დაიწვა, როდესაც ტერორისტებისგან გადარჩენას ცდილობდა.

არაბულ-ქურთულმა შენაერთებმა, რომლებიც საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით სარგებლობენ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან სირიის სოფლების გაწმენდა 9 თებერვალს დაიწყეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე