„ხალიფატის ლომები“ - როგორ ზრდიდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში ბავშვებს ტერორისტებად

საქართველო, თბილისი - 11:51 | 12.02.2019
ნანახია: 801

სირიაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ბაზების გასანადგურებლად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს, ტერორისტები ხელისუფლებას ან კოალიციურ ძალებს ბარდებიან. მათ შორის არიან გადაბირებული უცხოელებიც, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში ოჯახებთან ერთად მივიდნენ. ცოტა ხნის წინ კოალიციური ძალების ბაზაში ორი კანადელი ქალი შვილებთან ერთად მივიდა. არაბთა რესპუბლიკაში მათ სიკვდილი ელოდებათ, სამშობლოში კი - ციხე.

„ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი საველე მეთაური აბუ აბუდ ალ-რაქავი დასავლურ მედიას უყვება ბანაკებში მყოფი ბავშვების შესახებ.

 „ბავშვებს მოსწონთ, როდესაც უფროსები მათ „ხალიფატის ლომებს“ უწოდებენ. ისინი ამაყობენ, რომ პატარა ასაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცები ხდებიან. ზოგიერთში სინანულს იწვევს მხოლოდ ის, რომ ომში მოხვედრა მაშინვე არ შეუძლიათ. იმისთვის, რომ გამორჩეულები იყვნენ, შახიდების გზას ირჩევენ. სხვები დასავლეთთან ბრძოლას განაგრძობენ“,- ამბობს ალ-რაქავი.

საბავშო ბანაკებს ტერორისტები სირიასა და ერაყში ახალი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით ქმნიდნენ. ძირითადად იქ ხვდებოდნენ ობოლი ბავშვები, ზოგი მათგანი მშობლებს მიჰყავდათ, მათ შორის დასავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაც.

ვიდეორგოლებისა და ფოტოსურათების მიხედვით უფლებადამცველებმა დაასკვნეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში იმყოფებოდა 5-დან 8 ათასამდე ბავშვი. ერთ მესამედს 14 წლის ბავშვები შეადგენდნენ, მოზარდებს, კი რომელთა ასაკიც 18 წელს იყო მიახლოებული, წინახაზზე აგზავნიდნენ ან ტერაქტებისთვის ამზადებდნენ.

ბავშვების უმეტესობამ მხოლოდ იარაღის დატენვა და ხელნაკეთი ბომბების დამზადება იცოდნენ. უფროსები მათ მანიპულირებას ახდენდნენ, ძირითად დროს ბიჭებს უთმობდნენ, თუმცა ბანაკებში გოგონებიც იყვნენ, რომლებსაც პოტენციურ თვითმკველელ ტერორისტებად ზრდიდნენ.

„ბანაკებში ბავშვები გარე სამყაროსა და მშობლებისაგნ სრულ ოზოლაციაში ცხოვრობდნენ. მათი მასწავლებლები იყვნენ საველე მეთაურები, რომლებიც უნერგავდნენ, რომ ურჯულოები უნდა მოეკლათ, ეძალადათ მათზე და აეფეთქებინათ. ბევრს თვითმკვლელი ტერორისტების ახალი ჩვევებს ასწავლიდნენ. ყველას უხსნიდნენ, რომ მთელი ცხოვრება დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაეტარებინათ“, - უყვება ალ-რაქავი ჟურნალისტებს.

 „ისლამური სახელმწიფოს“ სრული განადგურების შემდეგ ეს ბავშვები მშვიდობიან ცხოვრებას უნდა დაუბრუნონ, თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს, არავინ იცის.

 „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებით შეპყრობილი ქალები არამხოლოდ თავისი სურვილით აბარებდნენ შვილებს „ხალიფატის ლომების“ ბანაკში, არამედ თვითონაც  მზად იყვნენ შახიდები გამხდარიყვნენ.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - საზოგადოების უნდობლობა. ადამიანები „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში მყოფ პირებში ყოველთვის დამნაშავეებს დაინახავენ, რამაც შესაძლოა, აგრესიის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ჟურნალისტები გვიყვებიან სირიელი მოზარდის უსანდა ბაროს ისტორიას.

ომამდე ის ოჯახთან ერთად ალეპოში ცხოვრობდა, ერთხელ მას ადგილობრივ მეჩეთში ალაჰისთვის სამსახური ლოცვასთან ერთად საქმითაც შესთავაზეს, რაზეც უსანდა დათანხმდა. ის ერაყის  „ხალიფატის ლომების“ ბანაკში გაგაზავნეს.

 „დღე და ღამე გვინერგავდნენ რომ შიიტები, ქრისტიანები და იუდეველები ურჯულოები არიან, მოგვიწოდებდნენ მათი მოკვლისკენ. გვარწმუნებდნენ, რომ სხვაგვარად ეს ურჯულოები ჩვენს საყვარელ ადამიანებს დახოცავდნენ. ჩემს ირგვლივ ბევრი ბავშვი იყო, რომლებსაც ამის სჯეროდთ“, - იხსენებს უსანდა.

უსანდა ბარო მალე მიხვდა, რომ ტერორისტების მიზანი სამართლიანი ისლამური ხალიფატის შექმნა კი არ იყო, არამედ მკვლელობები - მკვლელობებისთვის. იმისთვის, რომ საბავშვო ბანაკისთვის თავი დაეღწია, უსანდა შახიდობას დათანხმდა.

მას სხეულზე ბომბი დაუმაგრეს და შიიტურ ტაძარში გაგზავნეს, უსანდა დაცვას მიუახლოვდა და ქამარი აჩვენა. ტერაქტი არ შედგა, მაგრამ ის დააპატიმრეს და ახლა ციხეში იმყოფება. საზოგადოებისთვის უსანდა - ყოფილი „ხალიფატის ლომი“, ყოველთვის დამნაშავედ დარჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე