7 ადამიანი დაშავდა, წყნეთში, ავტობუსის დაგორების შედეგად

საქართველო, თბილისი - 10:47 | 12.02.2019
ნანახია: 756

წყნეთში მიმავალი ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ექვსი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ერთი დაშავებული რომლის მდგომარეობა მძიმეა, რეგიონალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები,"-ამბობს ირაკლი ფირცხალაიშვილი.

შემთხვევა წყნეთის გზაზე დღეს დილით მოხდა. წყნეთში მიმავალ ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე