მიხეილ ბატიაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველო, თბილისი - 09:42 | 12.02.2019
ნანახია: 610

მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას - რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ მინისტრის კომენტარში.

"როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი",- ამბობს ბატიაშვილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ქ. ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთანდაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე