ძაღლმა პატრონი კომიდან გამოიყვანა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 11.02.2019
ნანახია: 1182

დიდ ბრიტანეთში ძაღლმა პატრონი კომიდან გამოიყვანა. ამის შესახებ გამოცემა Metro იუწყება.

2016 წელს 65 წლის ენდი სასი ქალაქ საუთჰემპტონის საავადმყოფოს რეანიმაციაში მოხვდა. მამაკაცს პნევმონიის გართულებული ფორმა აწუხებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

როდესაც დაავადების კრიზისი მინელდა, ექიმებმა პალატაში ენდის ძაღლი თედი შეუშვეს. ძაღლის ყეფის გაგონებაზე სასი გონზე სამი დღით ადრე მოვიდა, ვიდრე ამას ექიმები გეგმავდნენ.

განცვიფრებულმა ექიმებმა თედს ნება დართეს პატრონი რეგულარულად მოენახულებინა. შედეგად მამაკაცი კლინიკადნ ერთი კვირით ადრე გაწერეს.

 „თედი შესანიშნავი ძაღლია. ის ჭკვიანია, თბილი, ერთგული და მხიარული. მან დანახვისთანავე ჩემი გული დაიპყრო“, - ამბობს ძაღლის შესახებ ენდი სასი.

მისი თქმით, ძაღლი თავშესაფრიდან წამოიყვანა.“ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ თედი მე გადავარჩინე, მან კი -მე“, - ამბობს სასი.

ამის შემდეგ ენდიმ თედი მკურნალი ძაღლების კურსებზე მიიყვანა. 2018 წლის ნოემბერში ძაღლმა სწავლა დაასრულა და ახლა ის საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში მუშაობს. პატრონის თქმით, თედის დანახვაზე კარგ ხასიათზე დგებიან არა მხოლოდ პაციენტები, არამედ ექიმები, მედდები და ავადმყოფების მნახველებიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე