კორეიდან ჩინეთის გავლით მომავალი მატარებელი საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა

საქართველო, თბილისი - 18:21 | 11.12.2015
ნანახია: 1544

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კორეიდან ჩინეთის გავლით მომავალი მატარებელი საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა მატარებელს კორეიდან ტვირთი საქართველოშიც შემოაქვს.

,,ჩვენ ველოდებით ასევე, მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა. დღე-დღეზე ველოდებით. კასპიის ზღვაზე შტორმი იყო და ალბათ, ამიტომ დააგვიანდა მატარებლის შემოსვლას. კორეიდან წამოსული ტვირთი შემოაქვს და ვფიქრობ, ეს იქნება სწორედ კარგი დასტური იმისა, რომ რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს და შეგვიძლია, რომ ვიყოთ სანდო პარტნიორი ტრანზიტული ქვეყანა ამ მისიაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გუშინ დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე