ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
საქართველო, თბილისი - 13:43 | 11.02.2019 ნანახია: 75
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები.
პოლიტიკა
- არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლსეობამ არ იცოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის შესახებ - ეკა ბესელია
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს - ირაკლი კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
- აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია