საქართველოს ცალკეულ რაიონებში 11-12 თებერვალს მოსალოდნელია მცირე ნალექი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 11.02.2019
ნანახია: 755

11-12 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

 ქ. თბილისში 11-12 თებარვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე