ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 11.02.2019
ნანახია: 839

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ასევე დაზიანდა სახლის სახურავი და კომერციული ფართი. 

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ბინა მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, სამზარეულოში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ასევე 200 კვ.მ. სახლის სახურავი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე