სააკაშვილი საქართველოში თუ დაბრუნდება, მას განსასჯელის სკამი დახვდება - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 11.02.2019
ნანახია: 662

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში თუ დაბრუნდება განსასჯელის სკამი დახვდება.

„სააკაშვილი მთელ ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაცა რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა, რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე რომ, მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ლიეჟში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ემიგრანტებს განუცხადა, რომ საქართველოში დასაბრუნებლად სიტუაცია ჯერ მზად არ არის, თუმცა უახლოეს კვირებში და თვეებში ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე