Coca-Cola-ს ახალი გემო დაემატება

საქართველო, თბილისი - 11:21 | 11.02.2019
ნანახია: 182

კომპანია Coca-Cola პირველად ათი წლის განმავლობაში ახალი სასმელის გამოშვებას იწყებს, რომელსაც ფორთოხლისა და ვანილის გემო ექნება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

ახალი სასმელი გაყიდვაში 25 თებერვლიდან გამოჩნდება და ის შაქრიანი და უშაქრო იქნება. ამასთან აღნიშნულია, რომ ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში სასმელის გემოების ხაზით პირველი სიახლეს: 1985 წელს გამოჩნდა Coca-Cola ალუბლის გემოთი, 2007 წელს კი - ვანილით.

ახალი პროდუქტის დამზადების დროს კომპანიამ მომხმარებელთა ჯგუფს შესთავაზა სხვადასხვა გემო, მათ შორის ჟოლოს, ჯანჯაფილისა და ლიმონის, თუმცა მათ ვანილისა და ფორთხოლის გემო ამჯობინეს.

 „ჩვენ გვსურდა დადებითი მოგონებების გახსენება ზაფხულის უზრუნველ დღეებზე“, - განაცხადა კომპანიის ბრენდ-დირექტორმა ქეით კარპენტერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე