პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 11.02.2019
ნანახია: 73

დღეს, 11 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც კანონებიდან ტერმინების - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს.

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.მიუხედავად იმისა,რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიურითავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საუბარია რვა კანონში შესატან ცვლილებაზე. ეს კანონებია: “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “შრომის კოდექსი“, “საჯარო სამსახურის შესახებ“, “მაუწყებლობის შესახებ“, “საერთაშორისო დაცვის შესახებ“, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და “პაციენტის უფლებების შესახებ“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე