მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო

საქართველო, თბილისი - 09:50 | 11.02.2019
ნანახია: 662

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, არჩევნებისას ხმის მიცემის საშუალება კი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ბარათის საშუალებით უნდა შეეძლოთ.

მისივე განცხადებით,  მნიშვნელოვანია ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის შექმნა, რათა მოქალაქეებმა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც კენჭისყრაზე გამოვა, ხმა ელექტრონულად, შეფერხებების გარეშე მისცენ.

„ძალიან მარტივია, გამოგაქვს ელექტრონულ კენჭისყრაზე და ეკითხები ყველა ქართველს, გინდა თუ არა, რომ შენი მომავალი თაობა იყოს დაბოლილი თუ გინდა, რომ იყოს ჯანსაღი ერი. ელექტრონული კენჭისყრა მოგვცემს საშუალებას, რომ ვეღარავინ ვეღარაფერი ვეღარ წაგვართვას. უფრო მეტსაც გეტყვით, შევცდებით ჩვენს არჩევანში, გამოვასწოროთ ჩვენვე. არ მოგვეწონა კანონპროექტი როგორ მუშაობს? ერთ თვეში შეაგროვა ვიღაცამ ელექტრონული ხელმოწერები, ხელახლა დააყენა კენჭისყრაზე და გავაუქმეთ. არ მოგვწონს თანამდებობის პირი როგორ მუშაობს? შეგროვდა ხელმოწერები, გავაუქმეთ და გამოვიწვიეთ”, -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გეგმის განხორციელება საქართველოში მხოლოდ ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემთხვევაში მოხერხდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე