ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:43 | 11.02.2019
ნანახია: 636

 

აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს უცხოეთში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებილ მხარდამჭერ ემიგრანტებს მიმართვისას უთხრა. 

მან იმ ინციდენტზეც ისაუბრა, რომელიც შეკრების დაწყებამდე მოხდა, როდესაც იქ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ პლაკატებით "არა ნაცებს, არა ბოროტებას". 

"თქვენ ნახეთ, რომ ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ. აქ ჩამოსული არიან სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს უცხოეთში. ეს არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებენ ევროპაში", - თქვა სააკაშვილმა. 

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან ემიგრანტი მხარდამჭერების შეკრების დაწყებამდე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებსა და მხარდამჭერებს შორის. 

სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ პლაკატი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელიც თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული.

მოწინააღმდეგეებს მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე