ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 08.02.2019
ნანახია: 1151

ბრიტანეთის პოლიციამ ამოიცნო ცხედარი, რომელიც ლა-მანშის ფსკერზე აღმოჩენილი თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოიტანეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხედარი 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ემილიანო სალას ეკუთვნის.

თვითმფრინავის პილოტის დეივ იბოტსონის ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის.

მსუბუქი ერთძრავიანი, კერძო თვითმფრინავი Piper Malibu საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში 22 იანვარს მიფრინავდა, რომელიც რადარებიდან გაქრა.

სალა ფრანგულ კლუბ „ნანტიდან“ „კარდიფში“გადავიდა. შესაბამის კონტრაქტს ფეხბურთელმა ხელი 19 იანვარს მოაწერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე