2018 წელს „საქართველოს ფოსტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტების განვითარებაზე იყო ორიენტირებული

საქართველო, თბილისი - 11:58 | 08.02.2019
ნანახია: 1062

2018 წელს „საქართველოს ფოსტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით „მალეო“-ს და „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ განვითარებაზე იყო ფოკუსირებული.

კომპიანიაში განმარტავენ, რომ „მალეო“-ს მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. პროდუქტის დახმარებით საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან.

 „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ გახლავთ ელექტრონული კომერციის B2B-ი მიმართულება, პლატფორმა ელექტრონული კომერციით დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საქართველოს ფოსტის სერვისის დახმარებით მოახდინონ მომხმარებლის მიერ ონლაინ რეჟიმში შეძენილი პროდუქტის მყიდველისთვის ჩაბარება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოს ფოსტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას და ქართული წარმოების გაფართოებას, რაც ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე