გუგული მაღრაძის თქმით, ია კერზაიას წინააღმდეგ ანონიმურ წერილს ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია

საქართველო, თბილისი - 10:41 | 08.02.2019
ნანახია: 930

არ მქონდა ეს განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი,  - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე, ანონიმურ წერილზე, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს მტკიცებით, აუდიტის სამსახური ზუგდიდის მე-6 სკოლაში შევიდა.

„ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას... , აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა... სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც... არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ არის და უნდა, რომ... მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს - იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს“, - თქვა მაღრაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე