ვნანობ ჩემს საქციელს - გეგა გეგეშიძე

საქართველო, თბილისი - 12:37 | 07.02.2019
ნანახია: 1414

ვნანობ, ეს არ არის არც ჩემი საქციელი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას, ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან,  მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,

მისი თქმით, უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

„კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველაფერზე, შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს“, – განაცხადა გეგეშიძემ.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, თავის საქციელს ნანობს და კინკლაობა უნდა დასრულდეს.

„ვნანობ, ეს არ არის კარგი, ამას მოჰყვა გამოხმაურება, ეს არ არის არც ჩემი საქციელი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“.

ფედერაციაში გეგეშიძის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. ის 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე