„ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორი სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების გამო BAFTA-ს ნომინაციიდნ მოხსნეს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 07.02.2019
ნანახია: 1140

ბრიტანეთის კინო-აკადემიამ ფილმ  „ბოჰემური რაფსოდიის“ რჟისორი ბრაიან სინგერი სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების გამო ნომინაციიდან მოხსნა.

 „ძალიან სერიოზული ბრალდების გამო BAFTA-მ ბრაიან სინგერს აცნობა, რომ მისი ნომინაცია „ბოჰემური რაფსოდიისთვის“ ამ მომენტიდან მოხსნილია“, - ნათქვამია BAFTA-ს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ BAFTA მსგავს ქმედებას მიუღებლად დ მის ღირებულებებთან შეუთავსებელად მიიჩნევს.

სინგერი ბრალდებას უარყოფს. აკადემია აცხადებს, რომ გადაწყვეტულება იმ დრომდე იმოქმედებს, ვიდრე ვითარება სრულად არ გაირკვევა.

გასულ თვეს გამოცემა Atlantic-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რეჟისორს არასრუწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სინგერის სავარაუოდ მსხვერპლების თქმით, მომხდარის გამო ისინი დეპრესიას, პოსტტრავმულ აშლილობასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიან.

BAFTA დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს და პროპაგანდას უწევს კინო-ხელოვნებას. აკადემია 1947 წელს დაარსდა.

BAFTA-ს პრემიების გადაცემის ცერემონია 2019 წლის 10 თევბერვალს ლონდონში გაიმართება. ცერემონიას მსახიობი და რეჟისორი ჯოანა ლამლი გაუძღვება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე