ავსტრალიის ზოოპარკში გველისთვის შენი ყოფილი შეყვარებულის სახელის დარქმევა შეგიძლია

საქართველო, თბილისი - 11:48 | 07.02.2019
ნანახია: 1242

ავსტრალიაში Wild Life Sydney-ის ზოოპარკის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც შეუძლია შხამიან, ყავისფერ გველს თავისი ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა და განმარტონ, რატომ იმსახურებს მათი ყოფილი მეგობარი გოგო ან ბიჭი იმას, რომ მისი სახელი ქვეწარმავალს დაერქვას. მათ ასევე უნდა შესწირონ ერთი დოლარი ბუნების დაცვის ფონდს.

გამარჯვებული მიიღებს სპეციალურ სერთიფიკატს, რომლის საშუალებით ის ზოოპარკში უფასოდ შევა და ერთი წლის განმავლობაში გველს ყოველდღე მოინახულებს.

 „ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმით შეააძლებლობას მივცემთ ადამიანებს, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლათ, წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნონ“, - განაცხადა ზოოპარკის გენერალურმა დირექტორმა მარკ კონოლიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე