12 დეკემბერს რეზო ჭანიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველო, თბილისი - 16:55 | 11.12.2015
ნანახია: 1782

12 დეკემბერს, 20 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ჰამერფესტის (ნორვეგია) საპატიო მოქალაქის ლაუზი (რეზო) ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნასთან და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „სუხიშვილები" - ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; რუსთავი - ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფოაკადემიური ანსამბლი; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი"; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფოანსამბლი „ხორუმი"; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები" ;ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა"; ანსამბლი „სეუ-ჯორჯია"; ქართული ლეგენდა ანსამბლი „სამაია".

ორგანიზატორები: საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი, საქართველოს კულტურის პალატა. მხარდამჭერი: ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოსშ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე