ადრიანო ჩელენტანოს დღეს 81 წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 06.02.2019
ნანახია: 1465

ადრიანო ჩელენტანო 81 წლის გახდა. ცნობილი იტალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი და საზეიმო ცერემონიების წამყვანი ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს დაიბადა.

ის დაიბადა ქ. მილანში, ქუჩაზე 14 Via Gluck (რომელსაც ასევე მიუძღვნა სიმღერა "Il ragazzo della via Gluck"). მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო.

ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.

ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.

ადრიანოს მეუღლეა კლაუდია მორი. მათ ჰყავთ სამი შვილი - როზიტა, ჯაკომო და როზალინდა ჩელენტანო, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ სატანის როლი შეასრულა.

ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია "La coppia piu' bella del mondo", რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; Azzurro" (1968), პაოლო კონტეს ტექსტით; და "Prisencolinensinainciusol" (1972).

ჩელენტანო ნახსენებია ჯგუფის Ian Dury and the Blockheads 1979 წლის სიმღერაში "Reasons to be Cheerful, Part 3" და ფედერიკო ფელინის 1986 წლის ფილმში ჯინჯერი და ფრედი.

2005 წლიდან ადრიანო ვეგეტარიანულ ცხოვრებას მიჰყვება და იცავს ცხოველთა უფლებებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე