ანიტა რაჭველიშვილის ალბომი Opera Awards-ის ნომინაციაზე წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 31.01.2019
ნანახია: 1497

ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავის,  მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომი “Anita” საერთაშორისო საოპერო დაჯილდოვების  Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ჩანაწერების ნომინაციაზეა წარდგენილი. 

ანიტა რაჭველიშვილის ალბომი კომპანია Sony Classical-მა ჩაწერა და2018 წლის გაზაფხულზე გამოვიდა.

Opera Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 19 აპრილს ლონდონში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე