კამერუნში 13 წლის თვითმკვლელმა-ტერორისტმა გოგონამ თავი აიფეთქა- დაიღუპა 11 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:42 | 11.12.2015
ნანახია: 1713

კამერუნში 11 ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც 13 წლის თვითმკვლელმა-ტერორისტმა გოგონამ თავი აიფეთქა.

მედიის ინფორმაციით, 13 წლის გოგონა ნიგერიის საზღვრის მახლობლად ქალაქ კოლოფატში ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ხუთი ადამიანი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია. სავარაუდოდ აფეთქების უკან ტერორისტული დაჯგუფება ”ბოკო ხარამი” დგას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე