ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 15:43 | 29.01.2019
ნანახია: 1747

 

„ბერლინალეს“ -  ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია.

კინოფესტივალის ჟიურის ფრანგი მსახიობი და „ოსკარის“ მფლობელი ჯულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს. 

ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან:

  • კინოკრიტიკოსი და ავტორი ჯასტინ ჩანგი (აშშ);
  • მსახიობი სანდრა ჰიულერი (გერმანია);
  • რეჟისორი სებასტიან ლელიო (ჩილე);
  • კურატორი რახენდრა როი (აშშ);
  • პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობი ტრუდი სტაილერი (გაერთიანებული სამეფო).

"ბერლინალე" ლონი შერფიგის ფილმის „უცნობთა კეთილშობილების“ მსოფლიო პრემიერით გაიხსნება.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს გაიხსნება და 17 თებერვალს დაიხურება.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სულ 17 ფილმია წარმოდგენილია. გამარჯვებულები 16 თებერვალს „ბერლინალე პალასტში“ დასახელდებიან.

ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი, საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის. წელს კინოფესტივალის საპატიო ოქროს დათვი შარლოტა რემპლინგს გადაეცემა. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე