ხოდორკოვსკის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 11.12.2015
ნანახია: 1874

რუს ბიზნესმენსა და ”იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელს მიხაილ ხოდორკოვსკის ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობასა და ორი ადამიანის მოკვლის მიზნით თავდასხმის ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის თქმით, ხოდორკოვსკიზე ძებნა გამოცხადდება.

1998 წელს ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის საქმე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ 2015 წლის ზაფხულში განახლდა. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ხოდორკოვსკი ყოფილიყო ამ მკველლობის დამკვეთი.

”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი ამ დროისათვის შვეიცარიაში ცხოვრობს, მედიის მეშვეობით ის აცხადებდა,რომ რუსეთში დაბრუნებასა და საგამოძიებო კომიტეტში მისვლას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ აპირებდა.

ხოდორკოვსკიმ თაღლითობისა და ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით 10 წელი პატიმრობაში გაატარა. ის რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, რის შემდეგაც ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე