აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 15:29 | 28.01.2019
ნანახია: 1205

ლოს ანჯელესში გაიმართა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების 25-ე ცერემონია. (SAG — Screen Actors Guild Award). ის „ოსკარის“ პრემიამდე ერთ-ერთ რეპეტიციას წარმოადგენს. გილდიის პრიზების მფლობელები ხშირად „ოსკარის“ პრემიებს იღებენ.

წელს აშშ-ის კონომსახიობთა გილდიის ჯილდო „მხატვრულ ფილმში საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის“ გადაეცა ფილმს „შავი ავაზა“.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ გამარჯვება მოიპოვა რამი მალეკმა, რომელმაც „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ფრედი მერკურის როლი შეასრულა. „საუკეთესო ქალი მსახიობის“ კატეგორიაში კი ჯილდო მოიპოვა გლენ კლოუზმა ფილმში „ცოლი“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

 

Вручение премии Гильдии киноактеров США

Вручение премии Гильдии киноактеров США

Вручение премии Гильдии киноактеров США

Вручение премии Гильдии киноактеров США




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე