საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო, თბილისი - 14:32 | 28.01.2019 ნანახია: 1077მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა თავისუფლების მოედანზე მდებარე, ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა. ეს შენობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი „საკრედიტო საზოგადოების შენობა“, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. შენობაში განთავსებულია საუკუნოვანი არქიტექტურული დეტალები, თაღები და ისტორიულ ძეგლად მიჩნეული უძველესი სალარო, რომელსაც ასევე ისტორიული და პირველადი სახით შენარჩუნებული რკინის ჯებირი აქვს. საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში.
საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში განთავსდა დაგროვილი ქონების მართვის ფილიალი. დაგროვილი ქონების მართვისთვის ფილიალის ისტორიული შენობა, თანამედროვე დიზაინის ელემენტებით განახლდა. დიზაინზე იტალიურმა, დიზაინის ინოვაციურმა კომპანიამ- DINN!-მა იმუშავა. კომპანიამ განახლების გეგმა ისე შეიმუშავა, რომ რესტავრაციისას შენარჩუნდა მხატვრულ არქიტექტურული გამომსახველობა. DINN!-ის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობების წარმოჩენას დასავლურ ღირებულებებთან სინთეზში. დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია ასომთავრული ანბანი. სპეციალურად შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეში ასომთავრული ანბანითვე დაწერილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ნათლად დაინახო ქართული დამწერლობისა და ანბანის უნიკალურობა.
„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებებს ბანკი სწორედ ამ ისტორიული შენობიდან განახორციელებს. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა. საამაყოა, რომ ეს პროცესი სწორედ ისტორიული შენობიდან წარიმართება და სიმბოლურია, რომ ამ შენობაში პირველი ქართული ბანკი იყო განთავსებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება. საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით წარმოდგენილია წარმომადგენლობითი ოფისებით, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა